2016 წლის 16 მაისს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოსდამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელზეც მიწვეული იყვნენ ნიუ-იორკში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, გაერო-სსპეციალიზებული სააგენტოების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ნიუ იორკში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა დაგაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა გაერო-სთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომდამოუკიდებლობის მოპოვების და გაერო-ში გაწევრიანების შემდგომ საქართველომ გრძელი და რთული გზა განვლო. მისი თქმით, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საერთაშორისოსაზოგადოების დახმარებით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული განვითარების გზაზე. დავით ზალკალიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყნის განვითარების კუთხით არსებულიდადებითი დინამიკისა, რუსეთის-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპაცია კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად. ამასთანავე, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა კონფლიქტისმშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობას.
სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანი მიესალმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მადლობა გადაუხადა საქართველოს ფარგლებს გარეთ სამშობლოს საკეთილდღეოდ გაწეულისაქმიანობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






