ოთარ დანელია კათოლიკოს-პატრიარქს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პროექტებზე ესაუბრა
პოლიტიკა - 13:00, 21 May, 2016     1427
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია II-ს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა დარგის განვითარების სტრატეგიის ძირითადად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მნიშვნელობაზე, სარწყავი სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, მექანიზაციისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებებზე გაამახვილა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და სოფლის მეურნეობის ექსტენციის განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას საცდელ მეურნეობაში მიიწვია, სადაც ქართული ვაზის 400-ზე მეტი ჯიშია დაცული.

კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურად ათვისებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვით დაინტერესდა. მისმა უწმინდესობამ მიწათმოქმედების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს. კათოლიკოს-პატრიარქმა მეფუტკრეობის და მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტების - „დანერგე მომავალი“, „აგროდაზღვევა“, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ და ა.შ მიმდინარეობაზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე.

შეხვედრაზე საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ანდრიაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი საქმიანობისა და იმ მემორანდუმის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც სამონასტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარება, ეპარქიებში ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია და ქართულ ისტორიულ დიასპორის ტერიტორიაზე ვაზის ქართული, ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენებაა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეპარქიებში უკვე დარგულია ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნამყენი ნერგები, რაც მეღვინეობა-მევენახეობის დარგის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სოფლის მერნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42