როგორც შოთაძემ გადაცემა „პოლიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა, საქმის გამოძიება კომპლექსური პროცესია, რომელიც ტარდება მხოლოდ დანაშაულის ფაქტის ჩადენის შემთხვევაში.
"ამ საქმეში ჩვენ გვაქვს ამოღებული შესაბამის შესყიდვის განხორციელების დოკუმენტაცია სრულად. ამ დოკუმენტაციაში სრულად არის ასახული თითოეული ეტაპი მთლიანად იმ შესყიდვისა, რაზეც ჩვენ ვედავებით კონკრეტულ მსჯავრდებულებს.
იმ პირების დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა. რაც ჩვენ შესაძლოა, გვაინტერესებდეს ამ პირებიდან, დაცული არის შესაბამის დოკუმენტებში, ეს დოკუმენტები ჩვენს მიერ დართულ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ვინმემ გაფლანგა ფული, ეს თავად და ღარიბაშვილი უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან გადაწყვეტილება მათ მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






