"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სპეცსამსახურები და უსაფრთხოების სისტემები მთლიანად მოშლილია.
„ეს არის ჩვენი სპეცსამსახურებისა და უსაფრთხოების სისტემის მთლიანი მოშლა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული რუსეთთან დათბობის პოლიტიკის ფონზე, რომელიც სხვას არაფერს არ ნიშნავს, გარდა მონური მორჩილებისა რუსეთისადმი. ასეთი ქმედებებზე რუსეთი დღეს დიპლომატიურ-საერთაშორისო ფრონტზე ფასს არ იხდის,“ - განცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თავისუფალ დემოკრატებში კი მიიჩნევენ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკას ოკუპაციასთან დაკავშირებით უნდა გადახედოს.
„არ შეიძლებავ განხილულ იქნას, როგორც იზოლირებული ინციდენტი. ალბათვ ეს ყველაფერი არის საერთო ჯამში იმ მოქმედებათა ერთობლიობის არაეფექტიანობის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. სახელმწიფომ უნდა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან,“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, 19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაჭრილი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო, მოგვიანებით გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






