გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი, გორში სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორების აკრძალვას გეგმავს. როგორც ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება, აღნიშნული საკითხის ინიცირებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი უახლოეს მომავალში გეგმავს. „ორი მილიონი ლარი, არის ის თანხა, რომელსაც გორელი ახალგაზრდები აგებენ აი ამ ჯოჯოხეთში. ამ აპარატებში და ამ ტოტალიზატორებში. საკრებულოს ამ ბიზნესის აკრძალვის პირდაპირი ფუნქცია არ გააჩნია, მაგრამ მე მოვიფიქრე ამის იურიდიული გამოსავალი და აუცილებლად ვაპირებ ამ საკითხის დაყენებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხი გავიტანოთ. იმის გამო, რომ პრობლემები არ შეგვექმნას, პირველი იანვრიდან როდესაც ახალი ბიუჯეტი იქნება მიღებული ამოქმედდება ნორმა რომლის მიხედვითაც, ქალაქში ამ სათამაშო აპარატების და ამ ტოტალიზატორების ფუნქციონირება დასაშვები იქნება მხოლოდ ერ კონკრეტულ ადგილას. ეს არის კომბინატის დასახლეების ბოლოში, შინდისის გზატკეცილის მეათე კილომეტრზე. ეს იქნება არაპირდაპირი აკრძალვა ამ ბიზნესის გორში“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტ/კ ,,დია“-ს გადაცემა კვირის რეალობაში.
მასალის გამოყენების პირობები






