„განხილული იქნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოქმედება საქართველოში და რაც მთავარია კომიტეტმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მანდატი გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ძალაში შესასვლელად რა თქმა უნდა შემდგომი პროცედურები ჭირდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომიტეტის მხარდაჭერა ამ მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით.“- განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაღუპული გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა:
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და თანავუგრძნო, რა თქმა უნდა ამ ტკივილს ვერაფერი შეავსებს, მაგრამ მე მინდა ჩვენის მხრივ ვთქვა, რომ საქართველსო მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამ საზარელ ფაქტს მიეცეს შესაბამისი შეფასება, ასევე მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და ყველა დამნაშავე იქნებს დასჯილი. ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისია ამ პროცესში თავიდანვე ჩავრთეთ ასევე ჩავრთეთ ყველა საერთაშორისო ფორმატი და ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე რათა შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოჰყვეს ამ ფაქტს“- აღნიშნა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, 19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაჭრილი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო, მოგვიანებით გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






