"პრეზიდენტს არ სჭირდება მოწოდება, როგორ მოიქცეს ე.წ კაბელების საქმესთან მიმართებაში"- მიშველაძე
პოლიტიკა - 19:31, 20 May, 2016     1193
პრეზიდენტის პრესსპიკერი ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით პარტია „ეროვნული ფორუმის“ ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის გაუგებარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მათი არათანმიმდევრული დამოკიდებულება.

„გავიხსენებ გუბაზ სანიკიძის განცხადებას მოკლე მეხსიერებასთან დაკავშირებით, რომელიც მან პრეზიდენტის საპარალამენტო გამოსვლისას გააკეთა.

დიახ, არ უნდა გვქონდეს მოკლე მეხსიერება და ჩვენ ყველას გვახსოვს „ეროვნული ფორუმის“ პოზიციები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე - საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ხმის მიცემასთან, პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით, რომელთა სისწორეში საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა და ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ნამდვილად არ სჭირდება მოწოდება, თუ როგორ მოიქცეს ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში.

პრეზიდენტისთვის ასევე გაუგებარია, რატომ დაინახეს მათ სასამართლო სისტემაში მხოლოდ ახლა პრობლემები, მაშინ როდესაც„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია სრულიად საპირისპირო პოზიციები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ე.წ. „კაბელების საქმის“ მიმდინარეობას.

პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი, რაც წლების განმავლობაში მან არაერთხელ დაამტკიცა. ინსტიტუციების გამართულად მუშაობა სწორედ ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტია. პრეზიდენტი პატივს სცემს ინსტიტუციებს და არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ვერ წაართმევს სასამართლოს მართლმსაჯულების უფლებას. უფლებას, რომ ბოლომდე განიხილოს საქმე. თუმცა ხედავს რა, „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით იმას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს კითხვები, პრეზიდენტი ყურადღებით დააკვირდება პროცესის მიმდინარეობას.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოს გამართულად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. მათ შორის უზენაესს სასამართლოსაც, რაზეც ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სამი მოსამართლე ჯერ კიდევ ელოდება პარლამენტისგან დამტკიცებას, რომ საკუთარ საქმიანობას შეუდგეს“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42