"მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ რისკები, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს"- აბაშიძე ხურჩის ინციდენტზე
პოლიტიკა - 18:49, 20 May, 2016     1615

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძე ე.წ საზღვართან მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა. აბაშიძის თქმით ამ საკითხზე ინფორმმირებულია საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ რისკები შემცირდეს. აღნიშნული განცხადება აბაშიძემ მთავრობის კანცელარიიდან გამოსვლის დროს, ჟურნალისტებთან გააკეთა. კანცელარიასთან იმ დროისთვის საპროტესტო აქციას არასამთავრობოები და სტუდენტები მართავდნენ, რომლებიც ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდნენ.

„ჩვენი მხრიდან პირველი განცხადებები უკვე გაკეთდა საკმაოდ პრინციპული და მკაცრი. საგარეომ და ძალოვანმა სტრუქტურებმა გააკეთეს განცხადებები. ალბათ დამატებითი ინფორმაცია კიდევ შეგროვდება და შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება. ამის შესახენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ჟენევის თანათავმჯდომარეები ინფორმირებულნი არიან. ეს ისეთი თემაა, რომელიც მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არაა, ჩვენ ამას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ინტენსიურ მონიტორინგს ვუწევთ“- განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ არ გამორიცხა, რომ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხზე კარასინთან შეხვედრის დროსაც ისაუბროს, კარასინი-აბაშიძის ფორმატის მორიგი შეხვედრა მისი თქმით სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება:

„არასდროს არ გაგვივლია გვერდით ასეთი საკითხებისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ რისკები, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“- აღნიშნა აბაშიძე.

მისმა პასუხებმა საპროტესტო აქციაზე მყოფი სტუდენტები არ დააკმაყოფილა და ზურაბ აბაშიძეს მეტი კონკრეტიზაცია მოსთხოვეს, რის შემდეგაც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელმა კანცელარიის ტერიტორია დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42