გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკის მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა
პოლიტიკა - 17:35, 20 May, 2016     1225
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამძიმარს უცხადებს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში, 19 მაისს, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს და აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში, ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე დაგეგმილ გაეროს ფორუმზე, აღნიშნულ საკითხს საერთაშოსიო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენებს.

„გუშინ ხურჩაში მოხდარი მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას. ეს ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვართ, რომელიც აუცილებლად დაიძლევა ჩვენი და თქვენი თაობის ძალიან მიზანმიმართული და ჭკვიანური ძალისხმევით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ევროპის კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა დღეს სტუნდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა აქვს და მისი მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ მას უნდა კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, იმ პირობით, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ძალიან მძიმეა, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, როცა შენს ტერიტორიაზე შუა სოფელში აბსოლუტურად აბსურდულ და არაფრისმთქმელ მავთულხლართებს ავლებენ , მაგრამ ემოციის აყოლა არაფერს მოგვიტანს.

ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული გზა არის შემდეგში - ჩვენ ვავითარებთ საქართველოს და უფრო ევროპულს, უფრო ევროატლანტიკურს ვხდით, გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა და მიზანი ამ პოლიტიკის არის რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, რაციონალური დიალოგი ნიშნავს იმას, რომ შენს საზოგადოებას და მოწინააღმდეგე მხარეს აჩვენო, რომ ამ დაპირისპირებაში არც რუსეთი არ არის მოგებული. ეს დიალოგი მიგვიყვანს ჩვენ სუვერენიტეტის აღდგენამდე, ეს არის რთული გზა, მძიმე გზა, მაგრამ სხვა ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია.

როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის კონტექსტში, ყველა თვალსაზრისით, უმაღლესი შეფასება გვაქვს. ეს შეეხება, როგორც რეფორმების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების ძალიან აქტიურ ჩართულობას - ავღანეთში - ნატოს ფორმატში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - ევროპულ ფორმატში.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია ასევე, ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ სულ მალე უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულებას ველით. ნატოს მიმართულებით, ჩვენ გვაქვს შინაარსობრივი პაკეტი, რომელსაც ვახორციელებთ თუნდაც იმ წვრთნებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

მთელი ეს გამოწვევები უაღრესად ადეკვატურადაა პასუხგაცემული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სიაში არჩევნები დაასახელა და სტუდენტებს არჩევნებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიცით, პოლიტიკურად რა რეალობის წინაშე ვართ დღეს. დემოკრატიის გამოცდის, ერთერთი ყველაზე სერიოზული, პრობლემა საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმია.

ქართულ საზოგადოებას ძალიან ხშირად არ მოსწონს ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე და პოლიტიკოსის არმოწონება, არჩევნებზე არმისვლაში არ უნდა გამოიხატოს.

თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე, ამით პოლიტიკოსები არ დაზარლდებიან. დავზარალდებით ჩვენ, მთელი საზოგადოება. ეს რეალობაა გასააზრებელი და აქედან გამომდინარე, ძალიან აქტიურები უნდა იყოთ თქვენ“, - მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42