"ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ,რომ გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები"- ციხელაშვილი ხურჩას ფაქტზე
პოლიტიკა - 16:34, 20 May, 2016     1331
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, მთავარი დამნაშავე ხურჩაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ის ვითარებაა, რომ ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები არ მუშაობს. ციხელაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობა ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს:

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს პირადად მე ვესაუბრე, იმისთვის, რომ დადგენილი ყოფილიყო ზუსტი გარემოებები. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ამას სათანადო შეფასება მიეცეს, გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. ჩვენ ინტერესში არ არის სიტუაციის ესკალაცია , თუმცა როგორც ჩანს ეს არის სხვა მხარის ინტერესში. ჩვენ ხვალვე გვექნება შეხვედრები, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და რა თქმა უნდა ჟენევის რაუნდამდეც, ასეთ ცხელ რეჟიმში ყველასთან გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია. მთავარი დამნაშავე და მთავარი გარემოება ამ სიტუაციაში გახლავთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ის ვითარება, რომ ადგილზე არ გახლავთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა იმისთვის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნას დაშვებული“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაჭრილი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო, მოგვიანებით გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42