საქართველოს პრეზიდენტი გიორგ მარგველაშვილი სტუდენტებს ხვდება. მან შეხვედრაზე 2016 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის დიდი გამოცდა იქნება:
„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე, და პოლიტიკოსის არმოწონება არჩევნებზე არმისვლაში არ უნდა გამოიხატოს. თითოეულმა თქვენთაგანმა, თქვენი ოჯახის წევრმა უნდა გადაწყვიტოს რომელი პოლიტიკოსი მაინც მეტნაკლებად მოგწონთ, იმიტომ, რომ თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე, ამით პოლიტიკოსები არ დაზარალდებიან, მაინც, რომელიღაცა პოლიტიკოსი გახდება პარლამენტის წევრი. არამედ, დავზარალდებით ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება, იმიტომ, რომ ის პოლიტიკოსი თქვენთან არ იქნება პასუხისმგებელი. ეს რეალობა არის გასააზრებელი და აქედან გამომდინარე, ძალიან აქტიური უნდა იყოთ თქვენ ამ პოლიტიკოსებთან დიალოგში შესვლაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






