ფინანსთა მინისტრმა,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 16:24, 20 May, 2016     930
2016 წლის 20 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა".

დაჯილდოების ცერემონია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრმა სტუდენტებისთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

„26 მაისს, ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. დღე, როცა ქართველმა ხალხმა მიაღწია თავის სანუკვარ ოცნებას - დამოუკიდებლობას, ბევრი სისხლი დაიღვარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ იდეას და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს დავუტოვოთ ისეთი ქვეყანა, რომელსაც თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად ექნება გამოყენებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ შესაძლებლობების ზრდისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

მან კონკურსში მონაწილე სტუდენტები პირადად დააჯილდოვა და სერტიფიკატები გადასცა. „ყველა ეს სტუდენტი ნამდვილად გამარჯვებულია, ვინაიდან მათ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი ნაშრომი გაეზიარებინათ ჩვენთვის , - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა.

საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო სტატიები გამოიცემა კრებულის სახით. გამარჯვებული სტუდენტი კი სტაჟირებას გაივლის ფინანსთა სამინისტროში.

დღესვე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სტუმრობისას, სტუდენტები გაეცნენ გაფორმების პროცედურებსა და სერვისებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42