ოთარ დანელიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
პოლიტიკა - 16:13, 20 May, 2016     1203
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 ქართული კომპანიის - „კულა“, „ლივო“, „თელავის ღვინის მარანი“, „LILI Wine”, „ზედაზენი“, „კახური ღვინის მარანი“ „ჰერეთის ღვინის მარანი“ და „შალოშვილის ღვინის მარანი“ - პროდუქცია, რომელიც 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა დააგემოვნა.

ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაათვალიერა.„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. ასეთ მასშტაბურ გამოფენებში მონაწილეობა ამ პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 კომპანიის პროდუქცია და გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია ქართულ აგროწარმოებაზე. ვფიქრობთ, სამომავლოდ გამოფენის მონაწილე კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. გამოითქვა ინტერესი და, შესაბამისად, მომავალ წელს გამოფენაზე რძისა და რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც იქნებიან წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაზრდილია ინტერესი საქართველოსთან აგრარული პროდუქციით ვაჭრობის ურთიერთოების და ერთობლივი წარმოების მიმართულებებით. ვფიქრობთ, ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი აქვთ, გარკვეული პირობების გაუმჯობესების საკითხებზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საერთაშორისო გამოფენაში „კასპიან აგრო 2016“ სხვადსხვა ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ინდონეზიის, ნიდერლანდების და სხვა, 400-მდე კომპანია მონაწილეობდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანელ კოლეგას, ჰეიდარ ასადოვსა და ბელარუსის ვიცეპრემიერს, მიხაილ რუსს უმასპინძლა.

გამოფენა „კასპიან აგრო 2016“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, სადაც წარმოდგენილია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები, ისე მსხვილი სადისტრიბუციო ქსელები. ყოველწლიურად, გამოფენის ფარგლებში, ექსპერტებთან შეხვედრები, დანადგარებისა და აღჭურვილობების საჩვენებელი გამოცდა და ინოვაციური ტენდენციების პრეზენტაციები ტარდება.

საქართველო წელს მეორედ იღებს მონაწილეობას გამოფენაში და წელსაც ქართულ სტენდს ,,ქვეყნის საუკეთესოდ წარდგენისთვის“ ჯილდო გადაეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42