„პრეზიდენტის მიერ დოკუმენტის გაგზავნამდე, თუმცა არ ვიცი ეს რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, გუშინვე გაეგზავნა ეს დოკუმენტები ვენეციის კომისიას. ეს რამდენიმე დღე ამ დოკუმენტების თარგმანის მომზადებას დაჭირდა. მე მინდა ვუთხრა მის მრჩეველს ბატონ კოჟორიძეს, რომ ვიდრე რჩევებს პარლამენტს მისცემდა და დაარიგებდა, რომ ვეტოს არსში გაერკვეს. ცოტა უხერხული მგონია, როცა ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს ასე ელაპარაკები.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის შეფასებით პარლამენტში ვეტოს არსი არ არის კვლავ სათანადოდ გააზრებული და ვეტო კვლავ აღიქმება ფაქტობრივად პოლიტიკური ომის გამოცხადებად. ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებას, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






