სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 15:38, 20 May, 2016     1483
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარ რასნაჩს შეხვდა.

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიმართა და მასში მინისტრის პირველი მოადგილე, უწყების დეპარტამენტების, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობდა.

მინისტრმა სტუმრებს 2012 წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ რეფორმების მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა. საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციას, ასევე, პენიტენციური ჯანდაცვას, რომლის ხარისხი რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში პრობაციის სისტემის მუშაობასაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მონიტორინგის სისტემით სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის აღსრულებაზე, რომელიც საქართველოში ახლახან დაინერგა და საწყის ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება.

მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურდღება. ასევე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარტნიორობის გაღმავების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი ლატვიას ეწვევა.

,,საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ლატვიის იუსტიიის მინისტრთან, პენიტენციური და პრობაციის დეპარტამენტების დირექტორებთან და იუსტიცისის სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან, სადაც ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყანას ერთი წარსული გვაქვს და ერთი ცენტრისკენ, ევროპისკენ, ვისწრაფვით. ლატვიის მხარე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. შევთანხმდით, რომ განხორციელდება საპასუხო ვიზიტი რაც ურთიერთანამშრომლობას კიდევ უფრო გააღმავებს,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ლატვიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო დროს მიღწეული პროგრესი შესამჩნევია.

,,საქართველოს, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპულიკას, მემკვიდრეობით ბევრი პრობლემა ერგო და ამ კუთხით ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ყველა რეფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს,“ - განაცხადა ლატვიის იუსტიციის მინისტრმა დზინტარს რასნაჩმა.


შეხვედრის დასასრულს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42