“დემოკრატიის ახალ გზას შეუძლია საქართველოს გამოცოცხლება”- პაატა ბურჭულაძის სტატია „The Hill”- ში
პოლიტიკა - 13:43, 20 May, 2016     1088
“დემოკრატიის ახალ გზას შეუძლია საქართველოს გამოცოცხლება” - ამ სათაურით აქვეყნებს პაატა ბურჭულაძის სტატიას ცნობილი ამერიკული გაზეთი „The Hill”.

საგაზეთო სტატიაში პაატა ბურჭულაძე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, პროლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს.

„თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას” - ეს არის სიტყვები საქართველოს ჰიმნიდან, რომლებიც, როგორც ოპერის მომღერალს არაერთხელ მითქვამს სიმღერისას. მაგრამ ეს სიტყვები დღემდე სიტყვებად რჩება. თავისუფლება და დიადი მომავალი, რომელსაც ჰიმნი უმღერის ვერ იქცა რეალობად“, - ამბობს ბურჭულაძე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობაზე, სამართლის უზენაესობის არარსებობაზე და ეკონომიკურ სტაგნაციაზე საუბრობს.

„თითქმის 4 მილიონიანი საქართველო, რომელიც შავი ზღვისპირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, განიცდის ეკონომიკური სტაგნაციას, მუდმივ პოლიტიკურ არასტაბილურობას, სახელმწიფოში უგულებელყოფილია სამართლის უზენაესობა. ქვეყანა რუსეთიდან მუდმივი აგრესიისა და მცოცავი ოკუპაციის საფრთხის წინაშეა“. -ამბობს ბურჭულაძე.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც პაატა ბურჭულაძე ამერიკულ გამოცემასთან საუბრობს ქვეყნის არაფორმალური მმართველობა და პოზიტიური ცვლილებების მიმართ მოსახლეობის სკეპტიკური განწყობაა. ბურჭულაძე ქვეყნაში მედიის კუთხით არსებულ პრობლემებსაც უსვამს ხაზს.

„მიჩნეულია, რომ საქართველო არაფორმალურად და არაკონსტიტუციურად იმართება. მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მინისტრები მარიონეტები არიან მილიარდერის, რომელიც არ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას და არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან. ხალხმა დაკარგა იმედი, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა დადებითისკენ შეცვალოს რაიმე ქვეყანაში.

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” 2016 წლის ეკონომიკურ თავისუფლების ინდექსში” ვკითხულობთ, რომ საქართველო კვლავაც ცდილობს თავი დააღწიოს საბჭოთა ტიპის კორუფციას. ადგილი აქვს სამართლის შერჩევით გამოყენებას, სასამართლოს საქმეებში ჩარევა სახელმწიფოს აღმასრუელბელი თუ საკანონმდებლო შტოების მხრიდან გავრცელებული პრაქტიკაა. შეზღუდულია მედიის თავისუფლება“, - ამბობს ბურჭლაძე ამერიკულ გამოცემასთან.

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი „The hill”-სთან საუბარში საოპერო კარიერის დატოვების და მისი პოლიტიკურად გააქტიურების მიზეზსაც ასახელებს. ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი სურვილია საქართველომ აირჩიოს თავისფლებისა და განვითარების გზა.

„დღეს საქართველო გზაჯვარედინზეა. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ, ან სახლმწიფოს ეკონომიკაში ზედმეტად ჩარევის, რუსეთზე სახიფათო დამოკიდებულების და არასტაბილური პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ტყვეობაში ყოფნის გზა ან დაადგნენ ახალ, მდგრადი განვითარების, სამართლის უზენაესობის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაციის მიმართულებას.

ჩემი სურველია, რომ საქართველომ აირჩიოს თავისუფლებისა და განვითარების გზა. სწორედ ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა წარმატებული საოპერო კარიერა და დამეფუძნებინა საქართველოს განვითარების ფონდი, რომლის მიზანიცაა ქართველ ერს დაუბრუნოს თვითრწმენა და ერთიანობა, ქვეყანას კი მოუტანოს სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური კეთილდღეობა.“ - აცხადებს ბურჭულაძე.

ცნობილ ამერიკულ გამოცემასთან პაატა ბურჭულაძე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია თუმცა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური საგარეო კურსთან მიმართებაში კომპრომისის გარეშე.

„საქართველოს აქვს კარგი სტრატეგიული მდებარეობა, როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურად და ეკონომიკურად იმისთვის, რომ გახდეს რეგიონის სავაჭრო ჰაბი. მას ასევე შეუძლია იყოს ალტერნატიული ენერგო დერეფანი და იმ ქვეყნების მნიშნველოვანი მოკავშირე, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ალტერნატივის ძიებაში არიან. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმშია ევროკავშირთან და მას თამამად შეუძლია შეასრულოს სავაჭრო თუ კულტურული ხიდის როლი აზიას, კავკასიასა და ევროკავშირს შორის. რაც მთავარია, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი რეგიონში და კავკასიის გამაერთიანებელი. აუცილებელია, რომ საქართველომ მიაღწიოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციასა და მოსკოვიდან მომავალი საფრთხეების შემცირებას, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ საგარეო კურსთან მიმართებაში კომპრომისის გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბევრ სხვა საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს.“ -აცხადებს ბურჭულაძე.

„მოძრაობა - სახელმწიფო ხალისთვის“ ლიდერი ა.შ.შ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზეც საუბრობს.

გარდა ამისა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სრულად და ეფექტურად შესრულება და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების განახლება, დიდ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლა საშუალებას მისცემს საქართველოს მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიცია, ასევე გააძლიერებს საქართველოს - როგორც აშშ-ს მნიშნველოვანი პარტნიორის პოზიციებს რეგიონში და ხელს შეუწყობს კავკაიის რეგიონის სტაბილრობას.

ახალი ხედვითა და ამერიკის დახმარებით, მალე დადგება დრო როდესაც საქართველოს ჰიმნის სიტყვები რეალობად იქცევა. - პაატა ბურჭულაძის ამ სიტყვებით მთავრდება სტატია გაზეთ „The hill”-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42