"ბარემ რამაზ ნიკოლაიშვილი ავირჩიოთ "ოცნების" კანდიდატად-სრული ბედნიერებისთვის, ვასილ ჩიგოგიძეს აღარ ჯობია?"
პოლიტიკა - 13:10, 20 May, 2016     2780
ამ განცხადებას "გურიის მოამბესთან" საუბარში, "ქართული ოცნების" აქტივისტი 2011 წლიდან, ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი, 2004-2012 წლებში, ბოლო 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისას, ნატანების საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმღვანელი, ვასილ გობრონიძე აკეთებს.

"გურიის მოამბე" ბატონ ვასილს ტელეფონით დაუკავშირდა და ოზურგეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე შეფასება სთხოვა:

-მე პირველ რიგში მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე და ჩვენი, "ქართული ოცნების" კანდიდატზე, ვასილ ჩიგოგიძეზე, პირდაპირ გეტყვით, არ დაგიმალავთ, გაოგნებული ვარ და ძალიან მწყინს, ის, რომ ხელისუფლებამ ამ "დაწყევლილი" კურსიდან არ გადაუხვია და ამ სიტუაციაშიც გამოსავალი "ნაციონალების" მხარდამჭერსა და კადრში ნახა. რაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ყველგან "ნაციონალების" აქტივისტები ინიშნებიან თანამდებობებზე და ახლა დეპუტატობის კანდიდატადაც "ნაციონალების" მხარდამჭერი მოგვევლინა.

-ვასილ ჩიგოგიძეს გულისხმობთ? თვითონ პირიქით "ჩარეცხილს" უწოდებს მის თავს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს დევნილი იყო..

- "ჩარეცხილი კი არა, როგორც ყველა მედროვე, ისიც ყველა ხელისუფლების მეხოტბე იყო, ვერ გავიგე შემთხვევით ვარსკვლავი ნაციონალებმა ვასილ ჩიგოგიძეს გაუხსნეს თუ მე. მისი განცხადებები, სადაც მუდამ თავის მართლების რეჟიმშია, ჩემთვის და იმ ბიჭებისთვის, რომლებიც 2011 წლიდან იმ რეჟიმს ვებრძოდით, შეურაცხმყოფელია. მე ჩიგოგიძის "ბრძოლის" შესახებ არაფერი გამიგია, არც არავის, ვინც მაშინ ოპოზიციის აქტივისტები ვიყავით.

მოკლედ ჩვენ არაფერი გაგვიგია და ლიტვაში, ბატონი ვასილი საწოლიდან როგორ იბრძოდა ვერაფერს ვიტყვი, შეეძლო ან განცხადება გაეკეთებინა, მორალური მხარდაჭერა მაინც გამოეხატა სხვას რომ თავი დავანებოთ.

მოკლედ ისე ვითარდება მოვლენები, 8 ოქტომბერს "ქართული ოცნების" კანდიდატად რამაზ ნიკოლაიშვილს ვიხილავთ, და აი სრული ბედნიერება, ისე ყველა თუ დავაწინაურეთ მისი გარემოცვიდან მას რას ვერჩოდით, ჩქარი კაცი იყო, თანხები მოიზიდა და რავიცი კიდევ.

გული მიკვდება რომ შევყურებ წინასაარჩევნო კამპანიას, ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემი "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდამჭერები ამ პროცესში არა ხალხი არამედ საჯარო მოხელეები, ისიც ყოფილი "ნაციონალების" აქტივისტები იქნებოდნენ, აგერ მაგალითად წავიკითხე თქვენთან ნასაკირალში სამხედრო სამსახურის უფროსის, ილია ლეჟავას ამბავი და მინდა გითხრათ, რომ ის 2012 წელსაც იგივე თანამდებობაზე იყო და ზუსტად იგივე მეთოდებით გვებრძოდა არჩევნებზე.

მაქვს 2012 წლის არჩევნების სპეც სია, რომელი საჯარო მოხელე სად იყო მიმაგრებული და რა ევალებოდა, მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა რომ "ნაციონალების" მაშინდელი სია, თითქმის ერთი ერთზე ემთხვევა დღევანდელი "ოცნების" სიას.

-კი მაგრამ თუ ასეთი რამ ხდება თქვენ, მომხრეებთან ერთად რატომ არაფერს არ აკეთებთ?

-ამ დღეებში ვაპირებ მივიდე "ქართული ოცნების" შტაბთან და "ნაციონალური მოძრაობა" მივაწერო, თუ მიხვდებიან მიხვდებიან თუარადა შემოდგომაზე უკვე, მე კიარა ხალხი მიაკითხავთ, და წარწერებით კიარა კომბლემით გაუტეხენ თავებს მაგ მედროვეებს. მაინტერესებს ერთი ვინმე თუ გამცემს პასუხს, მაგრამ ვეჭვობ, რადგან "ქართულ ოცნებაში" დღეს ოზურგეთში პასუხის გამცემიც კი არავინ დარჩა.


წყარო "გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42