„ევროკავშირს დიდი ხანია აქვს აღებული აქვს ვალდებულება გაუწიოს მედიას მონიტორინგი საარჩევნო პერიოდში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი რესურსი. 2016 წლის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის პირველი არჩევნები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებებს მოიცავს. ვაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პრესის თავისუფლების ჭრილში. საარჩევნო პერიოდი უმნიშვნელოვანესია რომ დავინახოთ, რამდენად მყარია გატარებული რეფორმები. ზოგი ამბობს, რომ არჩევნები ლაკმუსის ქაღალდია დემოკრატიის განვითარების დონის შესაფასებლად. მნიშვნელოვანია, გაგვაჩნდეს მკაფიო სურათი, თუ როგორ ფუნქციონირებს მასმედია ამ პერიოდში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან მედიას. ვამაყობთ რომ მხარს ვუჭერთ სანდო და პროფესიონალურ მედია მონიტორინგს.“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენის მოადგილემ შომბი შარპმა სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში მედიის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი:
„წლევანდელი არჩევნების ციკლი იძლევა შესაძლებლობას აჩვენოს ევროპასაც და ქართველ ხალხსაც, რომ ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა და თავისუფალი, დაბალანსებული მედია ადგილზეა. ეს არის ერთადერთი გზა, რომელმაც ქართველ ხალხს ინფორმირებული არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.“ განაცხადა შომბი შარპმა.
მონიტორინგი დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება ნოემბრამდე. დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება 40-ზე მეტი ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალება. მონიტორინგს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (ტელევიზია), ”ინტერნიუს - საქართველო” ( რადიო) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) (ონლაინ და ბეჭდური მედია) განახორციელებენ.
მონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე - www.MediaMonitor.ge.
მასალის გამოყენების პირობები






