რუსი ოკუპანტის მიერ ქართველი მამაკაცის მკვლელობის ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი. იანოშ ჰერმანის განცხადებით, იგი აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებულია:
„ამ წუთისთვის რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ინფორმირებული ვარ თუ რა მოხდა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან. ადგილზე გვაქვს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც რეგულარულად აწარმოებს პატრულირებას ადმინისტრაციულ საზღვართან. მუდმივი კომუნიკაცია მაქვს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელთან და ველი, რომ მისია მოგვაწვდის სრულ ინფორმაციას მომხდარის შესახებ“, - აღნიშნავს ჰერმანი.
გუშინ, 19 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ნაბაკევში 31 წლის გიგლა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მამაკაცი სიცოცხლისთვის შეუთავზებელი ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განცხადება გაკეთდა საგარე საქმეთა სამინისტროშიც. ჯანელიძის უწყების განმარტებით, მომხდარზე სრულად ინფორმირებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, მომხდარზე პასუხისმგებლობა კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უნდა აიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






