არ მგონია, რომ საკმარისს ვაკეთებთ, რუსეთი საზღვარს წევს წინ, საქართველოში- ჯონ მაკკეინი
პოლიტიკა - 12:26, 20 May, 2016     3426

საქართველოსა და შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა და კონფლიქტი რუსეთთან იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც სენატორმა ჯონ მაკკეინმა ისაუბრა. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე გლობალურ საფრთხეებს, რუსეთის ქმედებებსა და საქართველოს საზღვრების გადმოწევის ფაქტებს შეეხო.

„ვლადიმერ პუტინი ნათლად ცდილობს რუსეთის სამართლიანი როლისა და რუსეთის იმპერიის აღდგენას. დაელაპარაკეთ ჩვენს მეგობრებს ბალტიისპირეთში, როგორ ზეწოლას განაგრძობენ, ნახეთ რა ხდება მოლდოვაში, ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ, რუსეთი საზღვარს წევს წინ, საქართველოს ტერიტორიაში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდენთ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის უზრუნველყოფის ავტორიზებას, რომლის განხორციელებაზეც ამ ადმინისტრაციამ უარი თქვა, საქართველოსთან დაკავშირებით თავდაცვის აქტით სავარაუდოდ ვერაფერს გავაკეთებთ, გარდა იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი დაადასტურებს, რომ საქართველომ უნდა დაინახოს გზა თუნდაც ნატო-ში გასაწევრიანებლად. ეს არ არის პოპულარული ევროპაში და ეს არ მოხდება, თუმცა, მე მაინც დავუჭერ ამას მხარს ქართველი ხალხისთვის. უახლოესი ისტორიის ტრაგედია ის არის, რომ იყო თუ არა პროვოცირებული, პუტინი შეიჭრა საქართველოში და ოკუპირებული აქვს მისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს სამარცხვინოა. გულახდილად რომ გიტხრათ, არ მგონია, რომ ჩვენ საკმარისს ვაკეთებთ. თუმცა, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს გრძელვადიან ყოფნას ავღანეთში, ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და ქვეყანა გარკვეული კუთხით ჯილდოს იმსახურებს“, - განაცხადა მაკკეინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42