განათლების სამინისტრო ფულს არამიზნობრივად ხარჯავს - "ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკა - 11:39, 20 May, 2016     1548
მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო 10 მილიონამდე საბიუჯეტო თანხების გაღებას გეგმავს სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, რომლებიც ახალი სტანდარტების მიღების გამო შემდეგი წლისათვის გამოუყენებელი იქნება. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებემა მდივანმა სერგო რატიანმა და პარტიის საარჩევნო სიის წარმომადგენელმა მარიამ რამინაშვილმა ისაუბრეს.

„ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს უხვად დაარიგა წინასაარჩევნო დაპირებები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ფუჭი აღმოჩნდა და არ შესრულდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაანონს რამოდენიმე პროგრამა, რომლებსაც უნდა გაეუმჯობესებინა მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. თუმცა რეალობაში ყველა ეს ინიციატივა თანდათანობით ფარსად და/ან ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული ადამიანების პირადი გამდიდრების წყაროდ იქცა. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის პირველ წელს დაიწყო და შემდგომში მის გაგრძელებას თავი ვერ მოაბა.

სწორედ სახელმძღვანელოებს უკავშირდება კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც დღეს გავამახვილებთ საზოგადოების ყურადღებას. „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ შესაბამისად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხუთ წელიწადში ერთხელ ახორციელებს სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭებას. 1-6 კლასის სახელმძღვანელობის გრიფირება გეგმის მიხედვით უნდა დასრულებულიყო 2014 წლის ნოემბერში და 2015 წლის გაზაფხულზე უნდა გამოცხადებულიყო ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭვდის ტენდერი.

თუმცა, უკვე მეორე წელია „ქართული ოცნების“ უნიათო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სტანდარტების მიღება და შესაბამისად ვერ განახორციელა სახელმძღვანელობის გრიფირება. შედეგად შარშანდელი სასწავლო წელი მოსწავლეებმა თითქმის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით გაატარეს, ხოლო წელს კი სამინისტრო გეგმავს 10 მილიონამდე საბიუჯეტო თანხების გაღებას სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, რომლებიც შემდეგი წლისათვის უკვე გამოუყენებელი იქნება ახალი სტანდარტების მიღების გამო. სახეზეა:

· „ქართული ოცნების“ მთავრობის, კერძოდ, კი განათლებისა და მეცნიერების მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის ქრონიკული უუნარობა;

· ეკონომიკური კრიზისა და მოსახლეობის სოციალური გაჭირვების ფონზე საბიუჯეტო მილიონების არამიზნობრივად ხარჯვა.

ორივე ეს ნიშანი „ქართული ოცნების“ მმართველობის წლების საფირმო ნიშანი გახდა. სწორედ ამიტომ 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობა თავის არჩევანით უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს, დაასრულებს მის არაფორმალურ მმართველობას და დააბრუნებს საქართველოს განვითარების გზაზე.“- აღნიშნეს "ნაციონალურ მოძრაობაში"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42