შოთაძე კუთხეშია მიმწყვდეული - „თავისუფალი დემოკრატები“ მთავარ პროკურორს პასუხობენ
პოლიტიკა - 10:31, 20 May, 2016     1795

ე.წ. კაბელების საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებას „თავისუფალი დემოკრატები“ ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ირაკლი შოთაძე კუთხეშია მომწყვდეული და ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების გადარწმუნებას.

„არ არის საჭირო სამოტივაციო ნაწილის წაკითხვა და მოსმენა, რომ დავასკვნათ ერთი რამ, ეს არის დიახაც, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომლებზეც პასუხს ვერ მივიღებთ ბატონი შოთაძისგან, ახლა ის არის კუთხეში მომწყვდეული და ფიქრობს, როგორმე გადაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება და თქვას, რომ ის არის ალალმართალი“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“.

„გადაწყვეტილებები არის აბსოლუტურად პოლიტიკური. საქართველოს სამწუხაროდ კიდევ შეემატა 5 პოლიტპატიმარი, რომლებიც შველას ითხოვენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლნი არიან, წულუკიანის ხელით დაიმორჩილა, დაიქვემდებარა და პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოაქცია. ამის შედეგია ეს გადაწყვეტილება, რომელიც დადგა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

ირაკლი შოთაძე გუშინ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა და მათ საქმის დეტალები გააცნო. მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ მიმდინარეობს საქმის პოლიტიზირების მცდელობა მაშინ, როცა განაჩენი „ჯერჯერობით თვალით არავის უნახავს“.

შეხვედრამდე მთავარმა პროკურატურამ საქმის მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.

მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გააკეთა და შეხვედრას სრულყოფილი და ამომწურავი უწოდა.

ე.წ. კაბელების საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებას მესამე სექტორი გამოეხმაურა. მათი განმარტებით, სარეზოლუციო ნაწილიდან ჩანს, რომ განაჩენი დასაბუთებული არ იქნება. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ უტყუარი, დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42