რესპუბლიკური პარტიისა და ლიბერალ ინტერნაციონალის (LI) ერთობლივი კონფერენცია საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი დისკუსიის შესახებ
პოლიტიკა - 20:24, 19 May, 2016     1114
20-21-22 მაისს თბილისი ლიბერალ ინტერნაციონალის (LI) აღმასრულებებლი კომიტეტის 196-ე სხდომას მასპინძლობს. ლიბერალური პარტიების მსოფლიო გაერთიანების მთავარი პარტნიორი საქართველოში რესპუბლიკური პარტიაა. სამ დღიანი ღონისძიებების განმავლობაში, სხვადასხვა თემატური კონფერენცია გაიმართება, რომლებსაც 100-მდე ჩამოსული და ადგილობრივი მოწვეული სტუმარი დაესწრება.

პარასკევს, 20 მაისს, 10:00 საათზე სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ დაიწყება კონფერენცია - „რწმენის თავისუფლება“. ლიბერალ ინტერნაციონალის წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლები იქნებიან ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ეკა ჭითანავა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი.

ასევე პარასკევს, 20 მაისს, 16:00 საათზე სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მოეწყობა დისკუსია ღია ცის ქვეშ - „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია“, რომელსაც ლიბერალ ინტერნაციონალის (LI) ჩამოსული დელეგატები, მოწვეული სტუმრები, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარლამენტის ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი თამარ ხიდაშელი დაესწრებიან.

ხურვალეთში შეკრებილებს სიტყვით მიმართავს LI-ს პრეზიდენტი, ჯული მინოვეს-ტრიქველი, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტი, ქეით პენტუს-როსიმანუსი, სლოვაკეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომან იაკიჩი და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი.

საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანაა, სადაც ლიბერალ ინტერნაციონალის კონგრესი ჩატარდება.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ლიბერალ ინტერნაციონალის (LI) სრულუფლებიანი წევრი 2014 წელს როტერდამში გამართულ მსოფლიო ფედერაციის 59-ე ყრილობაზე გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42