ქეთევან ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში
პოლიტიკა - 19:38, 19 May, 2016     1390
19 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პეკინში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში First World Conference on Tourism for Development, რომელიც ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლე კეციანმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის დელეგატებმა. სესიაზე ქეთევან ბოჭორიშვილი ვრცელი მოხსენებით წარსდგა და სიღარიბის დაძლევაში ტურიზმის როლზე ისაუბრა.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასა და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებას ტურიზმის სექტორში. ''ბოლო პერიოდში განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნება საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების კუთხით, რასაც მოწმობს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, მოცემული მემორანდუმიც ადასტურებს ახალი ინიციატივების განხორციელების მზაობას''- განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლი ჯინზაოსთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. ქეთევან ბოჭორიშვილთან ერთად ღონისძიებებში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42