თავდაცვის სამინისტროს შეფასებები JTEC-ის პირველ საველე სწავლებაზე
პოლიტიკა - 18:58, 19 May, 2016     1372

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლება გაიმართა. სწავლებისა და მისი ჩატარების მნიშვნელობის შესახებ შეფასებები გააკეთეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, ასევე ლიტვისა და ნორვეგიის ელჩებმა - გიედრიუს პუოჯუნასმა და ბარდ ივარ სვედსენმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულ ნატოს ქვეყნებს, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის ქართველ და ნატოელ ხელმძღვანელებს, პოლკოვნიკ გრიგოლ ჭელიძესა და ვიცე-პოლკოვნიკ ქრისტიან ემაუსს.

პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში JTEC-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ უკეთესად გავწვრთნით ქვედანაყოფებს, რათა მათ შეძლონ უკეთესად უპასუხონ თავიანთ ამოცანებს და დავალებებს, რომლებიც მომზადების გეგმით არის გათვალიწინებული. JTEC-ი არ არის მხოლოდ წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც ეხმარება ქვედანაყოფებს საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების განვითარებაში. მას წვლილი შეაქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კუთხით ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში“.

ნატოს სამეკავშირეო ცენტრის ხელმძღვანელმა იმედი გამოტქვა, რომ წლების შემდეგ JTEC-ის მუშაობა კიდევ უფრო დაიხვეწება და სამომავლოდ ძლიერ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება. „ეს წვრთნები კონცენტრირებულია ჯარისკაცზე და მათი შესაძლებლობების გაძიერებაზე, რომ უფრო ეფექტურად დაიცვან საქართველო. ეს არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართ ნატოს სიმბოლური ვალდებულება. ეს ასევე, გამოხატავს საქართველოს სიმბოლურ ვალდებულებას ალიანსთან თანამშრომლობის კუთხითაც. დღეს ნანახი მხოლოდ დასაწყისია. ეს პროცესი წლების შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწება. სამომავლოდ ჩამოყალიბდება უფრო ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ სწავლებებს, როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. ალიანსის წევრი სამხედროები შეძლებენ ჩამოვიდნენ საქართველოში და ისწავლონ ნატოს სტანდარტების შესაბამისად ქართველებთან ერთად, ქართულ მიწაზე,“ - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ვუზირებთ საკუთარ გამოცდილებას და მონაწილეობას ვიღებთ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის მიერ ჩატარებულ სწავლებაში. როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოკავშირე ძალებთან ურთიერთავსებადობის გაზრდას. ჩვენ ასევე, დადებითად ვაფასებთ ერთობლივი ცენტრის საქმიანობას, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა ასეთ მოკლე დროში სამხედრო ლიდერების ჩამოყალიბებისა და სამხედრო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილოებით საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს საიმედო და ერთგული პარტნიორი,“ - განაცხადა ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა სიტყვით გამოსვლისას.
ნორვეგიის ელჩმა ბარდ ივარ სვედსენმა ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშორმლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახლა უკვე თავდაცვის სექტორის განვითარების მიმართულებით გაგრძელდება.

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები ომარ ბეგოიძე და ნიკოლოზ აგლაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC), თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42