„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრის ჩაშლა „ქართულმა ოცნებამ“ სცადა- ალასანიას გუნდის პასუხი
პოლიტიკა - 17:49, 19 May, 2016     3454
პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ბრალდებებს ალასანიას გუნდი პასუხობს. „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, იმისდა მიუხედავად, რომ მათ შეხვედრის დრო და ადგილი 5 დღით ადრე იყო დაანონსებული, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იგივე დრო და ადგილი შეარჩია შეხვედრის ჩასატარებლად:

„თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ ივანე როყვასთან ერთად, მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ „თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. მათივე განმარტებით, სოფელ ჩუნეში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა პარტიამ 5 დღით ადრე დააანონსა.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ აღნიშნული შეხვედრის დრო და ადგილი, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა რომ „ქართულმა ოცნებამაც“ აქ გადაწყვიტა შეხვედრის ჩატარება. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები გავაცანით. ჩვენ არ ვყოფთ მოსახლეობას ჩვენ და სხვის ამომრჩევლებად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქის აზრი და ამიტომ, არ ვთვლი რომ დღეს რაიმე პრობლემატური მოხდა,“ -განაცხადა 22 მაისის შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ წყალტუბოში ივანე როყვამ.

"მე მინდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ვუთხრა, რომ ივანე როყვა არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია მისი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით. ზუსტად ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოში. ჩვენი მიზანი ხალხის კეთილდღეობაა და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს ხალხის დავალებებს და არა პირიქით,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ ირაკლი ალასანიას გუნდი წყალტუბოში განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. მათი თქმით ალასანიამ "ქართული ოცნების" და მოსახლეობსი შეხვედრის ჩაშლა სცადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42