საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
პოლიტიკა - 17:40, 19 May, 2016     1222

2016 წლის 19 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერს.

შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ მთავარ საკითხებზე - მათ შორის, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, ისევე როგორც სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან რუსეთის მხრიდან დადებული ე.წ. ‘ხელშეკრულებების’ იმპლემენტაციის სავალალო შედეგებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის ძირითადი ინსტრუმენტის, მნიშვნელობაზე. მიხეილ ჯანელიძემ კვლავაც გაუსვა ხაზი მოლაპარაკებებში ქართული მხარის შედეგზე ორიენტირებული და კონსტრუქციული მონაწილეობის მზაობას და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42