შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, გამყოფ ხაზთან მავთულხლართების აღმართვის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე, გალისა და ახალგორის რაიონში გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებზე.
პაატა ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს. ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ჩართულობის პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს სთავაზობს იმ სერვისებს და მომსახურებას, რაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს აქვთ და რაც მომავალში ხელმისაწვდომი გახდება პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატში.
მასალის გამოყენების პირობები






