ენმ-ს წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ რუსთავში პროექტის - „დასაქმებული რუსთავი“ პრეზენტაცია გამართა
პოლიტიკა - 16:58, 19 May, 2016     2421

ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, რომელიც 12200 ჰექტარს შეადგენს და რომელზეც 25-ზე მეტი დიდი თუ საშუალო ზომის საწარმოა განლაგებულია, უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ეკონომიკური სიტუაციისა და საქართველოს მთავრობის უნიათობის გამო, რამოდენიმე ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. მაგალითად:

· მეტალურგიულ ქარხანაში 1100.

· ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის და ვაგონშემკეთებელთა ქარხანაში 500.

· ლითონკონსტრუქციათა საწარმოში 250.

· სილიკო-მანგანუმის გადამამუშავებელ საწარმოებში 500.

წარმოგიდგენთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხედვას აღნიშნული პრობლემის მოგვარებასთან და დამატებით ამ ტერიტორიებზე ინვესტიციების მოზიდვისთვის მიმზიდველი გარემოს შეძენის გეგმასთან დაკავშირებით, რაც რუსთავში, საერთო ჯამში, შექმნის დამატებით 15000 სამუშაო ადგილს.

I. აღნიშნული (12200ჰ) ტერიტორია გამოცხადდეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად (საქართველოს კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ 2007.03 ივლისი) შესაბამისად. რაც გულისხმობს:

1. მოგების გადასახადის გაუქმებას

2. დ.ღ.გ.-ს გაუქმებას

3. იმპორტის გადასახადის გაუქმებას

4. ქონების გადასახადის გაუქმებას

5. საშემოსავლო გადასახადის გადახდას დაქირავებულის მიერ დეკლარირების საფუძველზე.

6. მულტი სავალუტო სისტემის შემოღებას.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი გამოიწვევს: ინვესტიციების მოზიდვას, წარმოებული პროდუქციის გაიაფებას, შესაბამისად მასზე მოთხოვნის გაზრდას და დამატებით ახალი საწარმოების შექმნას. ეს ყველაფერი და პლიუს რუსთავის აღნიშნულ ნაწილში წარმოებისთვის ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა გამოიწვევს სამუშაო ადგილების სწრაფად შექმნას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას 15000-ით უახლესი 4 წლის განმავლობაში.

II. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გააგრძელოს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. (მაგალითად იმის გამო, რომ აღარ მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება: გზები, ესტაკადები, ხიდები, გვირაბები, გაჩერების პირასაა ლითონკონსტრუქციათა საწარმოები, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული) სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელახალ ბიძგს მისცემს რუსთავში განლაგებულ საწარმოთა ამოქმედებას და დააბრუნებს ათასობით სამუშაო ადგილს.

III. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და წარმოება გახდება ნაკლებდანახარჯიანი, იაფი, საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონში უნდა აწარმოოს კონკურენტებთან შედარებით აქტიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა დაეხმაროს რუსთავში განლაგებულ ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის ვაგონშემკეთებელ ქარხანას დამკვეთის მოძიებაში, რაც 1000-მდე სამუშაო ადგილს დააბრუნებს რუსთავში.

მოთხოვნები:

1. რუსთავში სამრეწველო ზონის „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოცხადება“

2. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება

3. აქტიური და მჭიდრო ურთიერთობების აღდგენა მეზობელი ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განლაგებული კომპანიებისათვის მომხმარებლის მოსაზიდად.

ეს ნაბიჯები რუსთავში შექმნის ახალ 15000 სამუშაო ადგილს, რაც ჩვენი უპირველესი ამოცანაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42