"უგულავას შეუძლია მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერია"- "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი
პოლიტიკა - 16:55, 19 May, 2016     6294
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახლადარჩეული წევრმა დავით კოღუაშვილმა „ქართულ გაზეთთან“ ინტერვიუში წინა ხელისუფლების პატიმრობაში მყოფ ყოფილ წევრებზე ისაუბრა. მისი თქმით მას არ გონია, რომ გიგი უგულავა ციხეში დიდხანს გაჩერდეს და მიაჩნია, რომ უგულავას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. კოღუაშვილი ვანო მერაბიშვილსაც გარემოების მსხვერპლად მიიჩნევს:

„გიგი უგულავას ფაქტით შეიძლება შემოვიფარგლო ამ შემთხვევაში. კითხვები გააჩინა ბრალდების იმ მხარემ, რითაც იქნა ის მსჯავრდებული. სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და უხერხულია, ჩავერიო მის კომპეტენციაში. თუ ბრალდება არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რაზედაც მერე იქნა განაჩენი გამოტანილი და ეს კითხვებს გააჩენს, ამისთვის არსებობს ევროსასამართლო და სხვა ინსტანციები. ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია,რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღესის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქევეყანა დატოვა და აღარ მინდა ამას მივუბრუნდე. მე გული მწყდება თითოეული მათგანზე, რომ თავიანთი საქმეების გამო დევნილები გახდნენ. საზოგადოების განწყობას კი არჩევნებიდან გამომდინარე ვნახავთ. მინდა იყოს არჩევნები სამართლიანი, დამოუკიდებელი და უპრეცენდენტოდ დემოკრატიული. ამას ამკვიდრებს პრემიერი და მე. ამ სამსახურში ჩავდგებით და, მგონი, მომსწრე გავხდებით ახალი საქართველოს მშენებელობის“- განაცხადა კოღუაშვილმა.

წყარო qartuligazeti.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42