"ბატონო კოღუაშვილო!"- უმრავლესობის წევრები "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრს უპირისპირდებიან
პოლიტიკა - 16:28, 19 May, 2016     3493
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახლადარჩეული წევრი დავით კოღუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სიაში არც თოფაძის და არც მეჭიაურის ადგილი არ იქნება და გამიჯვნა და დისტანცირება თავისთავად უკვე მოხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. თამაზ მეჭიაურის განცხადებით კოღუაშვილს თავი ლიდწერად წარმოუდგენია და სხვებს ჭკუას არიგებს:

„გუშინ რომ გამოვიდა ის კოღუაშვილი და ჭკუას რომ არიგებდა ვიღაცეებს. დადიოდა ლიდერად ვიქნებიო, ლიდერებს კი არ ირჩევენ, ლიდერები ხდებიან. ახლა ახალი პარტია ამოიღეს თაროდან - "ახალი მემარჯვენეები". ადრე ერთი გააცოცხლეს -"რესპუბლიკელები", გაუკეთა რეინკარნირება ჩვენმა პარტიამ თუ ხელმძღვანელობამ, "თავისუფალ დემოკრატებს" და სხვადასხვა პარტიებს, დღის წესრიგში ახლა ეს დადგა და ჩვენ გვმოძღვრავენ ახლა და გვასწავლიან როგორ უნდა მოვიქცეთ შიგნით პარტიაში.“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა და აღნიშნა, რომ ის თავად გარკვეულწილად ლიდერია.

გოგი თოფაძის გვარის სიფრთხილით ხსენებას ურჩევს დავით კოღუაშვილს თოფაძის თანაპარტიელი ზურაბ ტყემალაძე:

„მინდა ვურჩიო ბატონ კოღუაშვილს თოფაძის გვარის ხსენებას თავი დაანებოს , მე რჩევას ვაძლევ უმცროს მეგობარს , რა დისციპლინაზე მელაპარაკება, ილაპარაკოს თავისი პარტიის დისციპლინასთან დაკავშირებით. ბატონო კოღუაშვილო, თოფაძე არ არის თქვენი ქვეშერვდომი და არც ის პიროვნება, რომელსაც პრესის საშუალებით და ასე ხმამაღლა მოუწოდოთ“- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა დავით კოღუაშვილმა პარტიულ დისციპლინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით პარტიაში ერთ აზრზე ყოფნა უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით იმ ადამიანებისგან, ვისაც ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება ქონდათ „ქართული ოცნების“ გამიჯვნა და დისტანცირება თავისთავად უკვე მოხდა. ამის მაგალითად კი გოგი თოფაძე და თამაზ მეჭიაური დასახელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42