„დელტა“-ს საქმეზე თინა ხიდაშელმა აიღო პასუხისმგებლობა - ირაკლი სესიაშვილი
პოლიტიკა - 15:28, 19 May, 2016     2195

„დელტა“-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თინა ხიდაშელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

„უნდა ვიყოთ ობიექტურები, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ყველას გვჭირდება და საჭიროა, რომ ამ პროცესში მივიღოთ, სრულყოფილი ინფორმაცია, ამისათვის, ქალბატონმა მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ჩატარდება შესაბამისი მოკვლევა და მოკვლევის შედეგების მიხედვით უკვე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი ან რისი ბრალი იყო“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატები“ კი მიიჩნევენ, რომ გამოძიება აუციელებლი იყო, რათა დადგინდეს კახეთში არსებული პრობლემის მიზეზი:

„კითხვები მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველას გვქონდა იმედი და საზოგადოებაშიც მაღალი ინტერესით სარგებლობდა ეს თემა და ზოგადად ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა სეტყვიანობის პრობლემა კახეთში, თუმცა, დავინახეთ, რომ ეფექტიანობა იყო ძალიან დაბალი, მაგრამ გასარკვევია, ეს დაბალი ეფექტიანობა იყო იმიტომ, რომ სისტემა არის არასწორად გათვლილი, თუ უბრალოდ სისტემა არასწორად გამოიყენა იმიტომ, რომ წინ აღდგომოდა ამ სტიქიას“, - აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.

გენერალური ინსპექცია, რომელიც დელტა-ს საქმიანობას სწავლობს, მეოთხე დღეა სამხედრო-სამეცნიერო ცენტრში იმყოფება და სწავლობს იმ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, რომელიც არის კახეთის რეგიონში განლაგებული.

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ისიც ელოდება გამოძიების დასრულებას და ამის შემდეგ, თუ კანონდარღვევას ადგილი არ ექნება, ძოძუაშვილი შესაძლოა თანამდებობაზე აღდგეს.

დელტა-ს ყოფილი ხელმძღვანელი გამოძიების შედეგებს ელოდება. უჩა ძოძუაშვილი, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე განმარტებებს არ აკეთებს და მხოლოდ დელტა-სა და თავდაცვის უწყებას შორის ბოლო თვეების ურთიერთობებს იხსენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42