რუსეთის 58-ე არმიის ოფიცერი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო
პოლიტიკა - 15:25, 19 May, 2016     13587
როგორც "გურიის მოამბეს" დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა, 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომში რუსეთის 58-ე არმიის ოფიცერი ზაზა მუკბანიანი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში დაბა ნასაკირალის საარჩევნო ოლქში ჩაერთო.

ამიშ შესახებ "გურიის მოამბეს" დაბა ნასაკირალის საარჩევნო ოლქიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმიის ვიცე პოლკოვნიკი ზაზა მუკბანიანი ნასაკირალში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და "ქართული ოცნების" კანდიდატის წინასაარჩევნო მხარდასაჭერ კამპანიას აწარმოებდა. როგორც ნაციონალები ირწმუნებიან, ზაზა მუკბანიანი მხარდაჭერის სანაცვლოდ ადგილობრივებს დახმარებას პირდებოდა და ხაზს უსვამდა ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან ახლო ურთიერთობას. მუკბანიანს ადგილობრივებთან არ მალავადა იმას, ის 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მუკბანიანი ნასაკირალში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება და მოსახლეობასთან შეხვედრებს პირდაპირ ოჯახებში მართავს.

ზაზა მუკბანიანი წარმოშობით დაბა ნასაკირალიდან არის და თავის მოღვაწეობას რუსულ შეიარაღებულ ძალებში აგრძელებს.

შეგახსნებეთ, რომ ნასაკირალის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 22 მაისს ტარდება და მასში "ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ ქათამაძე და "ქართული ოცნებიდან" ნონა ტუნაძე იღებენ მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42