" ივანიშვილს ვერ ვუღალატებ, არსად წასვლას არ ვაპირებ - ნიშნიანიძე პოლიტიკურ გეგმებზე
პოლიტიკა - 15:25, 19 May, 2016     1544
უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ყრილობის ორგანიზატორებთან შენიშვნა აქვს.

როგორც დეპუტატმა "ნიუპოსტს" განუცხადა, "ქართული ოცნების" ყრილობის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაუჩნდა.

"მთლიანობაში კმაყოფილი ვარ თუმცა შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო, უკეთესად გამართვაც შეიძლებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული სფეროები, რომლებიც წარმოჩენილი არ იყო პარტიის ყრილობაზე. კარგი იქნებოდა რამოდენიმე წარმატებული მინისტრიც მოგვეყვანა, ანუ მეტი გვეთქვა ხალხისთვის და ასე დამკვრელურად არ დაგვესრულებინა ღონისძიება"- აღნიშნა ნიშნიანიძემ.

ნიშნიანიძე "ქართული ოცნების" მიერ ყრილობაზე წარდგენილ ახალ სახეებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ მათი ცნობადობა საზოგადოებაში დაბალია.

"ცნობადობა ერთ-ერთი გადამწყვეტია არჩევნებზე. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს ცნობადობა არ აქვთ და არ ვიცი ამ მცირე დროში როგორ მოვასწრებთ მათ გაპიარებას"- აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, ნიშნიანიძემ არ იცის მოხვდება თუ არა რჩეულებში, თუმცა აცხადებს, რომ ის "ბიძინა ივანიშვილს ვერ უღალატებს და ოცნებაში რჩება".

"ამ კაცმა გადაარჩინა ქვეყანა და მე მას დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება სიას პარტიულ სიაში ყოფნას არ ვითხოვ, მაჟორიტარად დაყენება კი ვფიქრობ "ქართულ ოცნებას არ უნდა გაუჭირდეს" - თქვა უმრავლესობის დეპუტატმა.

"ნიუპოსტის" კითხვაზე აზარალებდა თუ არა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებები "ქართული ოცნების" იმიჯს, ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ის ასე არ ფიქრობს.

"ბატონი თამაზი ჩემი მეგობარია, არამგონია, რომ მისი განცხადებები ლახავდა იმიჯს, წარმატებებს ვუსურვებ მას"- დასძინა ომარ ნიშნინაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42