დელტა-ს ყოფილი ხელმძღვანელი გამოძიების შედეგებს ელოდება. უჩა ძოძუაშვილი, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე განმარტებებს არ აკეთებს და მხოლოდ დელტა-სა და თავდაცვის უწყებას შორის ბოლო თვეების ურთიერთობებს იხსენებს.
„ხალხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა დელტა-ში მოხდა 19 თებერვალს არასრულად. სრულად თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რატომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, ახლა მე არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დოკუმენტაცია გაგვაჩნია ჩვენ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ სრულად დელტა-ს უდანაშაულობა ამ სიტუაციაში, დელტა-ში მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მე ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, გავაგრძელო ჩემი უფლებამოსილებები, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა განახორციელებს დამოუკიდებელ გამოძიებას და დადგინდება ჭეშმარიტება“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე დღეს კომენტარი თინა ხიდაშელმაც გააკეთა. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ძოძუაშვილი შესაძლოა თანამდებობაზე აღადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები






