აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებას გაეცნო
პოლიტიკა - 14:59, 19 May, 2016     686

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბაქოს ოფისის, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოს მიერ დანერგილი რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების გაცნობა წარმოადგენდა. აღნიშნული ინოვაციური პროდუქტი დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან. იგი რეადმისიისგანხორციელების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. ევროპელი პარტნიორები რეკომენდაციას უწევენ ევროკავშირის სახელმწიფოებს, ჩაერთონ ამელექტრონულ პროგრამაში (ამჟამად ჩართულია 14 ევროპული სახელმწიფო), ასევე მიმართავენ სხვა დაინტერსებულ ქვეყნებსაც, განიხილონ ანალოგიურიპროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის შესაძლებლობა. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში შედგა აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი.

რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის გაცნობის მიზნით, 2016 წლის თებერვალსა და მარტში, საქართველოში ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციები.

რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემა შემუშავებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული ორი პროექტის ფარგლებში („ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა“ და „რეადმისიის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მხარდაჭერა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42