“წელიწადში სახელმწიფო იბარებს 2500 ლიტრ შარდს“- აპც "გირჩი" იძულებით ნარკოტესტირებას აპროტესტებს
პოლიტიკა - 14:02, 19 May, 2016     5127
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგშიც შესულია პარლამენტარ გოგა ხაჩიძის კანონპროექტი, რომელიც სასამართლოს ნებართვის გარეშე იძულებითი ნარკოტესტირების, შარდის ჩაბარების მოთხოვნის აკრძალვას ითვალისწინებს, ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრებმა და აქტივისტებმა იძულებითი ნარკოტესტირება ტრანსფარანტებით გააპროტესტეს.

კომიტეტის სხდომაზე შემდეგი ტრანსფარანტები გამოფინეს: „1 მოსწავლის წლიური ვაუჩერი 450 GEL, 1 ლიტრი შარდი 6000 GEL”, “წელიწადში სახელმწიფო იბარებს 2500 ლიტრ შარდს“.

„ქუჩაში უბენებიდან უკვე არაგონივრული ეჭვის საფუძველზე, იმიტომ რომ გონივრულინ ეჭვი აღარ არსებობს, ოპერატიულ თუ უამრავ საფუძველზე რაც ძალოვანს გაუხარდება, შეუძლია გადაიყვანოს ნარკოტესტირებაზე. შემდეგ ან შარმდდენი დაალევინოს, ან ძალით მოაშარდინოს ან ეხვეწოს რომ მოშარდოს ან ეს ქნას ან ის ქნას. ეს საკითხი მაინც მოვაგვაროთ, რომ დავტოვოთ ისეთი ქვეყანა სადაც ქუჩაში არ გაგაჩერებენ და მოსაშარდად არ წაგიყვანენ. ქვეყანა სადაც სახელმწიფო ტონობით შარდს არ ართმევს მოქალაქეებს“- განაცხადა კანონპროექტის ავტორმა გოგა ხაჩიძემ.

გირჩის წარმომადგენლებმა პარლამენტში პლასტმასის ჭიქებში ჩასხმული მუქი ფერის სითხეც მიიტანეს. აპც „გირჩის“ წარმომადგენლების განცხადებით შემოწმების აღნიშნული მეთოდი არა მარტო ადამიანის უფლებებს არღვევს, არამედ გაუმართლებელია ფინანსური კუთხითაც.

„იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე სახელმწიფო ხარჯავს 19 მლნ ლარს. მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე 16 მლნ ლარს, კულტურული მემკვიდრეობის შენახვაზე 6,5 მლნ ლარს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე 6 მლნ ლარს. მაშინ როდესაც 2500 ლიტრ შარდში ყოველ წელს ვხარჯავთ 15 მილიონ ლარს. ეს რიცხვები იმისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს რა დონის მარაზმში ვართ და ეს მარაზმი უნდა დამთავრდეს და გაუმარჯოს იძულებითი ნარკოტესტირებისგან თავისუფალ საქართველოს“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფოტო "ლიბერალი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42