კახა კახიშვილმა N14 დაწესებულების ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ახლადგახსნილი ცენტრი დაათვალიერა
პოლიტიკა - 13:41, 19 May, 2016     1506
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს, ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა და ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო.

კახა კახიშვილის განცხადებით, პუნქტი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მისი მოწყობის მიზანი დაწესებულებაში ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებაა. დაწესებულების კონტროლი სწორედ აღნიშნული ცენტრიდან, დაწესებულების ტერიტორიაზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება. აქამდე, გეგუთის დაწესებულებაში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ არსებობდა. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

„გეგუთის დაწესებულებაში მონიტორინგის ცენტრი გავხსენით. ფაქტობრივად, აღნიშნული სისტემით დაწესებულების თითოეულ კვადრატულ მეტრს ვაკონტროლებთ. ვიდეოგამოსახულება ჩანს როგორც გეგუთის დაწესებულების ცენტრში, ასევე, სიგნალი პირდაპირ სამინისტროს მიეწოდება, რითაც ორმაგი კონტროლის მექანიზმია უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურების მიერ. აღსანიშნავია, რომ გეგუთის დაწესებულება პირველად აღიჭურვა ციფრული, ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. არ დარჩა დაწესებულება, რომელიც მსგავსი სისტემით არ არის აღჭურვილი. ჩანაწერები ინახება. მართვის პულტები უმაღლესი ხარისხისაა, ასევე, უმაღლესი ხარისხისაა ჩვენება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა N14 დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის მაღაზია, გრძელვადიანი პაემნების ოთახები, ახლადრეაბილიტირებული სამზარეულო და სამედიცინო ნაწილი დაათვალიერა, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრი მსჯავრდებულებსაც გაესაუბრა.

მასშტაბური რეფორმის ფარგლებში პენიტენციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს პროექტების განხორციელებას, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ისე ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42