საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსთან და სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ 2016 წლის არჩევნებისთვის ყველაზე უარესი ვითარება მიიღო:
„მე ვწუხვარ, რომ თითქმის წელიწადზე მეტია ვერ მოხერხდა ამ საკითხში პოლიტიკური ძალების, დაინტერესებული პირების ფოკუსირება შედეგზე, ვინაიდან ჩათვალა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ ძალამ, რომ ალტერნატიული ცვილებები უნდა ყოფილიყო ინიცირებული პარლამენტში, ამის გამო იმ ცვლილებებზე კენჭისყრა აქამდე გაჭიანურდა, მივიღეთ ის, რომ 2016 წლის შემდგომი პერიოდიც გვაქვს აბსოლუტურად ბუნდოვანი, 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ ეს არის ერთჯერადად გამოყენების და ჩვენ საბოლოო ჯამში ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






