„ნებისმიერი მოდელი, რომელიც არსებულ მაჟორიტარულ სისტემას შეცვლის იქნება განხილვის ღირსი, იმიტომ რომ არსებული პრაქტიკა და სისტემა უმრავლესობამ თავისთავზე მოირგო და ის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. ამ მოდელს ჩვენი დიდი სერიოზულობით განვიხილავთ და დიდი ალბათობით მხარს დავუჭერთ, იმიტომ რომ ემსახურება არსებული სისტემის შეცვლას.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული ინიციატივა პარლამენტში „რესპუბლიკელებმა“ დაარეგისტრირეს.
საარჩევნო კოდექსის გერმანულ მოდელს მხარს უჭერენ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი და ნაციონალური მოძრაობა. მათი თქმით გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნული მოდელი ყველაზე მისაღებია, რადგან ის საარჩევნო სისტემას აუმჯობესებს და მის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






