„გერმანული მოდელი დღეს არსებული მოდელისგან განსხვავდება იმით, რომ დათვლის წესი არის სხვა. შესაბამისად თუ დღეს არსებული სისტემით ჩვენ მაჟორიტარული დეპუტატების რაოდენობას პირდაპირ ვუმატებთ პროპორციულად მიღებული დეპუტატების რაოდენობას, გერმანულ მოდელში დათვლა არის სხვაგვარი. აი მაგალითად აიღო პარტიამ 10 რაც არის 15 დეპუტატი და მიიღო 5 მაჟორიტარი. ის გაიყვანს პირველ რიგში 5 მაჟორიტარს და დანარჩენ 10 კაცს პროპორციული სიით შეავსებს. ანუ მთლიანობაში მიიღებს 15 დეპუტატს და ეს არის სამართლიანი სისტემა“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული ინიციატივა პარლამენტში „რესპუბლიკელებმა“ დაარეგისტრირეს.
საარჩევნო კოდექსის გერმანულ მოდელს მხარს უჭერენ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი და ნაციონალური მოძრაობა. მათი თქმით გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნული მოდელი ყველაზე მისაღებია, რადგან ის საარჩევნო სისტემას აუმჯობესებს და მის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






