საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია დელტა-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. ქანთარიას განცხადებით, მაისი კახეთში სეტყვიანი სეზონია, შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს ეს ფაქტორი წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინა:
„კახეთში მაისი სეტყვიანი სეზონია და ეს თავდაცვის სამინისტროს წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინა და დელტა-ს მიერ შექმნილი ეს დანადგარები ჭურვების გარეშე არ უნდა დაეტოვებინა. რამდენადაც ვიცი იყო თხოვნები, რომ გადაერიცხათ, არ გადარიცხეს და ამას ვფიქრობ, სჭირდება გამოძიება. გაუგებრობაა, არაპროფესიონალიზმია, წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, არის უამრავი ჭრელი სიტუაცია“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
თავდაცვის მინისტრი დელტა-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს ადასტურებს, თუმცა, მიზეზებს არ აკონკრეტებს. ხიდაშელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დელტა-ს საქმიანობას გენერალური ინსპექცია შეისწავლის, მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს კითხვებს პასუხებს.
მასალის გამოყენების პირობები






