დავით დონდუა ირლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:12, 19 May, 2016     980
2016 წლის 17-18 მაისს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ვიზიტი ირლანდიაში.

ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა შეხვდა ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს, შონ ო’ფარელს, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობისდეპარტამენტის გენერალურ მდივანს, ნაიალ ბურჯესს, საგარეო უწყებაში ირლანდიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის განყოფილების გენერალურ დირექტორს, ადრიან ო’ნილს, ევროპის განყოფილების გენერალურ დირექტორს, ოუნ ო’ლირის, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კოლუმბიის სამშვიდო პროცესის საკითხებში, ირლანდიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ეიმონ გილმორს.

ვიზიტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ირლანდიური მხარისათვის საქართველოში კონფლიქტისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ირლანდიური გამოცდილების გაზიარება კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს. განხილულ იქნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებისა და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირლანდიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულიკუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ. პარტნიორებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და მიდგომები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესინფორმაცია მიაწოდეს ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის გადაწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და დარეგულირების პროცესში შექმნილი გამოწვევების შესახებ. გამოითქვა ასევე მზაობა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუამ ინტერვიუ მისცა ირლანდიურ გაზეთს „The Irish Times“ და სიტყვით გამოვიდა წამყვან ანალიტიკური ცენტრში - საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში (IIEA).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42