„არ არის გამორიცხული, რომ მათ უკვე ცალკეულ დეპუტატებთან იმუშაონ , შესთავაზონ თავის რიგებში ადგილი, იმ მხარდაჭერის სანაცვლოდ , რომელიც ამ კანონის გასატანად სჭირდებათ. უმრავლესობაში ზოგიერთი დეპუტატი არის იგნორირებული, შესაძლოა მათ ცდუნებას ვერ გაუძლონ. მივანიშნებ უმრავლესობის ლიდერებსაც, ძალიან თვითდამშვიდებასაც ნუ მიეცემიან, გაითვალისწინონ თავისი კოლეგების აზრიც, რათა კურიოზულ სიტუციაში არ ჩავარდნენ, კი ინაწილებენ სიაში ადგილებს, მაგრამ შეიძლება ეს ადგილები არ დარჩეთ. ბევრმა იცის ვინ იქნება და ვინ არა. მე თავისთავად ცხადია, რომ არ ვიქნები“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანულ მოდელტან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული ინიციატივა პარლამენტში „რესპუბლიკელებმა“ დაარეგისტრირეს.
საარჩევნო კოდექსის გერმანულ მოდელს მხარს უჭერენ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი და ნაციონალური მოძრაობა. მათი თქმით გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნული მოდელი ყველაზე მისაღებია, რადგან ის საარჩევნო სისტემას აუმჯობესებს და მის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






