„უკვე ინიცირებულია პარლამენტში საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანული მოდელი. ამ თვალსაზრისით გვექნება იმფორმაციის გაცვლა და მზადება პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისათვის. ასევე საუბარი იქნება იურისტთა ჯგუფის, კერძოდ ვახუშტი მენაბდის მიერ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელზე, მოქმედი საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით“- განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
ეროვნული-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანული მოდელის ამოქმედება არის ძალიან მარტივი მოსწრებადობის თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც, რადგან ცვლილება ხორციელდება მხოლოდ დათვლის წესში:
„გერმანული მოდელი არის ძალიან მარტივი აქ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ცვლილება ხორციელდება მხოლოდ დათვლის წესში. ამ მოდელის ამოქმედება არის ძალიან მარტივი მოსწრებადობის თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს. მთავარი მოხდეს სრული მობილიზაცია იმ პოლიტიკური სუბიექტებისა, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს ამ მოდელის მხარდასაჭერად.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული ინიციატივა პარლამენტში „რესპუბლიკელებმა“ დაარეგისტრირეს.
საარჩევნო კოდექსის გერმანულ მოდელს მხარს უჭერენ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი და ნაციონალური მოძრაობა. მათი თქმით გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნული მოდელი ყველაზე მისაღებია, რადგან ის საარჩევნო სისტემას აუმჯობესებს და მის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






