უჩა ძოძუაშვილის განცხადებით „დელტა“ წარმატებულად მუშაობს და პრეტენზიები მისი უწყების მუშაობასთან დაკავშირებით არასამართლიანია. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ ხელმძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თავდაცვის უწყებისგან განსხვავებით მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს არ ადასტურებს თავად ძოძუაშვილი.
„ეს აბსურდია, იმ პროექტებიდან და იმ წარმატებებიდან გამომდინარე,რაც დელტას გააჩნია ეს საკითხი ჩემთვის მოულოდნელია.ნამდვილად არაფერში არ ჩაჯდება ეს ამბავი. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს“- განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა „კურიერთან“ საუბარში.
„დელტას“ ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებით გაჩნდა, ამ საკითხზე ცენტრში გენერალური ინსპექციაც შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






