"არ გვინდა მაპის გაფეტიშება... "- რა მოლოდინები აქვს აპატურაის საქართველოსთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 20:51, 18 May, 2016     3337
გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ სახოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ნატოს წევრი ქვეყნები მზად არ არიან ამ ეტაპზე საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. ერთ-ერთ მიზეზად აპატურაი საქართველოს უსაფრთხოებას ასახელებს, შესაძლო დაძაბულობას რუსეთის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის ფონზე. თუმცა აპატურაიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ნატო ღია კარის პრინციპს ინარჩუნებს და საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას განაგრძობს:

„ალაინსის წევრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არ არის მხოლოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე და რეფორმაზე დამოკიდებული. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი წევრობისთვის მოსამზადებლად. წლიური ეროვნული პროგრამა იგივეა თითქმის რაც მაპი. ადრეც მისაუბრია, რომ გასათვალისწინებელია, რა რეგიონალური გართულებები შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში თუ საქართველო მაპს მიიღებს და ნატოს არ ეცოდინება, თუ როდის შეძლებს მაპის შემდეგ საქართველო წევრობას.“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

აპატურაიმ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიდგომა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ფოკუსირება უნდა მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა მაპის თემაზე:

„ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა მაპის თემაზე, და როგორ შეიძლება საქართველოსთვის მაპის მინიჭება, ფურცელზე გაჩნდეს არის სწორი და მართებული მიდგომა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. არ გვინდა მაპის გაფეტიშება, არ ვაქციოთ პოლიტიკური დისკუსიის საგნად. საქართველოს მაპს სამიტზე არ მიანიჭებენ. რასაც ჩვენ აქ და საქართველოს მთავრობა გააკონტროლებს არის ყველაფერი მაპის გარდა.“- აღნიშნა აპატურაიმ.

ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომენტარი ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ანტინატოურ განცხადებებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ალიანსის საქმე ნატოს საჭიროებაში საქართველოს მოქალქეების დარწმუნება კი არა, არამედ საქართველოს მიზნების მიღწევაში დახმარებაა. ამასთანავე აპატურაის თქმით ალიანსის დეკლარაციის შინაარსზე ზემოქმედებას საქართველოში მოახლოებული არჩევნები ვერ მოახდენს:

„ეს არ არის ნატოს საქმე, რომ დავარწმუნოთ საქართველოს მოქალაქეები, გახდნენ ნატოს წევრი. ჩვენი მიზანია, საქართველოს მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ. დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს. რაც შეეხება არჩევნებს, არ ვიცი რა გავლენა ექნება არჩევნებზე სამიტის კომუნიკეს. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, ასევე ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება გადაწყვეტილება დეკლარაციის შინაარსზე მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე მივიღოთ. ეს არასწორი მიდგომა იქნება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც შესაძლებელია. ქართველებზე იქნება დამოკიდებული, როგორი აღქმა მოჰყვება ჩვენს გადაწყვეტილებას.“- განაცხადა აპატურაიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42