ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
პოლიტიკა - 18:17, 18 May, 2016     1124

2016 წლის 18 მაისს, ქ. სოფიაში გაიმართა ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისხელმძღვანელობით. აღნიშნული მინისტერიალის შედეგად მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ესტონეთს.

ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლისუზენაესობის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზეგანათლების მიღების შეზღუდვას.

მინისტრი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ,როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღებისუფლება; შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად; მოხსნას ნებისმიერი სახისდაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება; დაიცვას ამ ტერიტორიებზემცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან; გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.

მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ევროპაში არსებული კონფლიქტების მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობაზე.

მინისტერიალზე გამოითქვა შეშფოთება რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისა და ანექსიური პოლიტიკის გამო, რაც მრავალი ქმედებით, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ.ხელშეკრულებების გაფორმებით გამოიხატა. ასევე უარყოფითად შეფასდა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვის შესახებ გაკეთებულიგანცხადება. საკუთარ გამოსვლებში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათადარღვევების ფაქტებზე. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში საზედამხედველო ორგანოებისშესვლის აუცილებლობას.

შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებებიუნდა იყოს სათანადო დონეზე დაცული. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა 2016 წლის 4 მაისს მინისტრთამოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა. საკუთარ გამოსვლაში მას ასევე ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზთან არსებულ რთულ ვითარებას, რომელიც დანიელმიტოვმა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ საქართველოში ვიზიტისას მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღებისთაობაზე.

გარდა ამისა, მინისტერიალზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა წლიური ანგარიში ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხითარსებული მდგომარეობის შესახებ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ახალმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ესტონეთმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრულიპრიორიტეტული საკითხები. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს როლი მიგრანტების კრიზისის საპასუხოდ.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდაესტონეთის, თურქეთის, პორტუგალიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, მალტისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ესტონეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს.შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოსმხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ფორმატში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42