ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 15:55, 18 May, 2016     1720
არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქმესთან დაკავშირებულმა გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების განცდა. განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქოსასამართლომ ე.წ “კაბელების საქმეში” დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნები და სასაჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ამ ეტაპისთვის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, წარმოდგენილი განცხადება ეფუძნება იმ გარემოებებისა და ფაქტების შეფასებას, რაც პროცესის მონაწილე მხარეების მიერ არის გასაჯაროვებული, ასევე პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციას, ღია წყაროებსა და ანგარიშებში მოხსენიებულ ცნობებს.

აღნიშნული საქმის განვითარებას საზოგადოება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა და უნდა ითქვას, რომ როგორც ბრალის წარდგენის ეტაპი, ასევე პროცესის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები საზოგადოებაში აჩენდა კითხვებს ბრალის დასაბუთების, აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის, საქმეში უტყუარი მტკიცებულებების არსებობისა და საქმის სამართლიანი განხილვის შესახებ. საერთო ჯამში, ამ გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების განცდა.

ხსენებულ ეჭვებს საწყისი ეტაპიდანვე აძლიერებდა საქმის განვითარების პარალელურად არსებული კონტექსტი და ვითარება. ბრალის წარდგენას წინ უსწრებდა ღია დაპირისპირება მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც საბოლოოდ ირაკლი ალასანიას გადადგომით დასრულდა. პროცესესის მიმართ უნდობლობა ასევე გაზარდა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებმაც. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმირებულობა საქმის დეტალების შესახებ, მაშინ როდესაც საქმის ნაწილს იმ მომენტისთვის გრიფი საიდუმლო ედო. საზოგადოებისთვის გაუკრვეველი დარჩა რატომ და რა გზებით ფლობდნენ ინფორმაციას საქმის დეტალების შესახებპირები, რომლებიც გამოძიებაში არ იყვნენ ჩართულები და საქმის მასალებზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად “კაბელების საქმეს”პროკურატურის გადაწყვეტილებით სრულად მიენიჭა გრიფი საიდუმლოს სტატუსი,რის შედეგადაც დაცვის მხარეს სისხლის სამართლის მასალებზე დაშვებაგარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებულიჰქონდა. აღნიშნულს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და მოუწოდა პროკურატურას მოეხდინდა საქმის მხოლოდ იმ მასალის და საიდუმლოება, რომელიც შეიცავდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას, სხვა დანარჩენი კი საჯარო უნდა ყოფილიყო, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა. უნდა ითქვას, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან მცირე დროში თავად პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია სტრატეგიული საიდუმლო ინფრასტრუქტურის ქსელის შესახებ ინფორმაცია, რაც მათ შორის ამ საქმის გასაიდუმლოების ერთ-ერთი საფუძველი იყო.

რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მოხელეებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება. ამასთან მიმართებით კითხვებს ბადებს რამდენიმე გარემოება:

· მსჯავრდებულების თანამდებობები და მათი სამსახურებრივი სტატუსი მიუთითებს, რომ ისინიარ წარმოადგენენ თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, ამდენად მათ უშუალო მფლობელობასა და გამგებლობაში ვერ იქნებოდა ის ქონებრივი სიკეთე, რომლის გაფლანგვაზეც პროკურატურა აპელირებს;

· მსჯავრდებულების თანამდებობების მიხედვით ისინი ასევე მოკლებული იქნებოდნენ შესაძლებლობასსაბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღოთ. ამდენად გაურკვეველია რა საფუძვლით გამორიცხა ამ საქმეში პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო ჩართულობა და რატომ არ დაუსვა არც ერთი შეკითხვა ყოფილ თავდაცვის მინისტრს;

· როგორც ცნობილია, “კაბელების პროექტი”საქართველოს მთავრობის მიერ იქნა განხილული და დამტკიცებული, თანხა კი გადაირიცხა ფინანასთა სამინისტროს მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებ ამ საქმეში მსჯავრდებული პირების ჩართულობის ხასიათზე და ხარისხზე და ასუსტებს პროკურატურის არგუმენტაციას. წარდგენილ ბრალში შესაბამისი დამაჯერებლობით არ არის დასაბუთებული მსჯავრდებული პირების მიერ ორგანიზებული ჯგუფის სახით მოქმედება;

· წარდგენილი ბრალი სათანადო ხარისხითა და დამაჯერებლობით ვერ ასაბუთებს მსაჯვრდებულების ანგარებით მოტივებს და განზრახვებს, რაც ამ ტიპის დანაშაულის ბრალად შერაცხვისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს;

· ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოსამართლემ 18 თვიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 2 არასამუშაო დღეში მიიღო გადაწყვეტილება.

ხსენებული სამართლებრივი გარემოებები და წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული კითხვები, ასევე მსჯავრდებულების დაკავების წინაპირობები და საქმის განვითარების დროს არსებული კონტექსტი, საქმის განხილვის პერიოდში გამოვლენილცალკეულხარვეზებთან ერთად ერთობლიობაში ქმნის განცდას, რომ “კაბელების საქმეში” მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც შესაძლოა პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული. არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ ამ საქმეზე დაკვირვებას და დეტალური შეფასებები სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ განხორციელდება.“- აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42