იუსტიციის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტოს არ დაადებს. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მეტად დამოუკიდებელს გახდის. მინისტრმა განცხადება ფოთში იუსტიციის სამინისტროს ღონისძიებაზე გააკეთა:
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გაეცნობა ამ კანონს, იმედი მაქვს,რ ომ ის თავად დარწმუნდება იმაში, რომ ამ კანონში არის ძალიან ბევრი სიახლე და ბევრი ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, დამოუკიდებელი პარლამენტისგან, დამოუკიდებელი თავად პრეზიდენტისგან და რომ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გაძლიერდნენ, პროცედურები გაჯანსაღდეს და მაგალითად, დაინერგოს სხვებთან ერთად საქმეთა ერთობლივი გადანაწილების პრინციპი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






